21-22 ივლისს, თელავში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების პროგრამის სტანდარტებსა და ეფექტიანი განხორციელების საკითხებზე ადვოკატები ტრენერთა ტრენინგს გადიან. ტრენინგი ორგანიზებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, და წარმოადგენს პირველ ღონისძიებას ტრენინგების იმ ციკლის ფარგლებში, რომელსაც მენტორობის მსურველი ყველა ადვოკატი გაივლის.
ტრენინგის ფარგლებში, ადვოკატები გაიუმჯობესებენ მენტორობის უნარ-ჩვევებს, შეიძენენ ცოდნას სტაჟირების სტანდარტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, გაეცნობიან მენტორად ყოფნის უპირატესობებს და არსს და შეიძენენ მენტორობის გეგმის შემუშავებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, გაუმჯობესდა და გაიზარდა ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტანდარტი. კერძოდ, 2019 წლის 01 იანრიდან, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიანი პროგრამა, რომელიც შედგება ადვოკატთა ასოციაციის აკადემიის ბაზაზე ორანიზებული თეორიული ნაწილისა და მენტორ ადვოკატთან სტაჟირებისგან.